„ზედაზენი“ – ანაზღაურებადი სტაჟირება
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ლუდსახარში „ზედაზენი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი: თბილისი/მცხეთა
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი
ხანგრძლივობა: ერთი თვე
სტაჟირების აღწერა:
თეორიულ კურსებს ჩაატარებენ გამოცდილი ტრენერები.
პრაქტიკულ ნაწილში სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ, კომპანიის გაყიდვების მენეჯერებსა და პრისეილერებთან ერთად განახორციელონ:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
- მომხმარებელთა საჭიროების დადგენა;
- დასახული გეგმისა და სტრატეგიების შესრულება;
- ინვენტარის დაბრუნებისა და თანხის ამოღების კონტროლი;
- ქსელის აღწერა, ობიექტებზე პროდუქციის სწორი წარმოჩენა და პოზიციების გაუმჯობესება;
- ყოველდღიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
- კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე)
პიროვნული მახასიათებლები:
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- საქმის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: m.zangurashvili@geobeer.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირების პროგრამა გაყიდვების დეპარტამენტში
განაცხადის ბოლო ვადა: 30 იანვარი
2022 წელი