ვაკანსია მაღაზიის სუპერვაიზერის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
აღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
* დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
* მაღაზიის სასაქონლო ასორტიმენტის კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
* მაღაზიების მენეჯერების მიერ მარაგების კონტროლის, შეკვეთების პროცესის მონიტორინგი;
* მაღაზიაში არსებული ინვენტარისა და ნაშთის კონტროლი;
* მაღაზიაში საქონელბრუნვისა და სავაჭრო პროცესების კონტროლი;
* მაღაზიის კონკურენტული გარემოზე დაკვირვება და რეაგირება.
* მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი.
* მაღაზიის სალაროსა და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის კონტროლი
* მაღაზიის პერსონალისათვის მეთოდური დახმარების გაწევა და დახმარება გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში;
* მარკეტინგული გადაწყვეტილებების აღსრულება, მათი ტექნიკურად შესრულება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება
* საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office);
* სავალდებულოა საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* მსგავს ან იგივე პოზიციაზე მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-შესაძლებლობები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ანალიტიკური უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი: მიზნების დასახვა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება სხვებთან თანამშრომლობით.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსთან ერთად მისამართზე: HR@orinabiji.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.