ვაკანსია დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია "GDC" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
* სასიამოვნო გარეგნობის გოგონა 20-დან 30 წლამდე;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პუნქტუალურობა;
* ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* ახალი ინფორმაციის კარგად ათვისების უნარი;
* გადაწყვეტილების მიღების უნარი საჭიროებისამებრ;
* ენერგიული, კომუნიკაბელური, დაუზარელი;
* ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მაღალ დონეზე);
* სასურველია რუსული ენის ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
შერჩევის ტიპი: გასაუბრება
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ და ინგლისურ ენებზე: gdc.company@yahoo.com