ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტუდენტური ვაკანსია კვლევით პროექტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ძუძუმწოვრების კვლევითი ჯგუფი ილიაუნის სტუდენტებისათვის აცხადებს მიღებას პროექტში „წვრილი ძუძუმწოვრების დნმ ბარკოდინგის მონაცემთა ბაზა და ფაუნის შემადგენლობის დაზუსტება“. 

რა უნდა გაკეთდეს? 

პროექტის მიზანია საქართველოს წვრილი ძუძუმწოვრების – მწერიჭამიების, ღამურებისა და მღრღნელების (Eulypotiphla, Chiroptera, Rodentia) – ფაუნისტური და გენეტიკური კვლევა, რაც გულისხმობს როგორც სახეობათა გეოგრაფიული გავრცელების შესახებ ახალი მონაცემების შეგროვებას, ასევე ცხოველთა გენეტიკურ ბარკოდირებას. 

რა  სამუშაოს ითვალისწინებს პროექტი? 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც საველე-საექსპედიციო სამუშაოები, ასევე გენეტიკურ ლაბორატორიაში ცხოველთა დნმ-ის ანალიზი. 

რას შეისწავლის სტუდენტი? 

სტუდენტი გაეცნობა საქართველოში გავრცელებულ წვრილ ძუძუმწოვრებს და განივითარებს მათი კვლევის უნარებს; 

დაეუფლება დნმ-ის ბარკოდირებისა და სექვენირების მეთოდებს; 

საჭიროების შემთხვევაში გაეცნობა საველე კვლევების მეთოდებს და მონაწილეობას მიიღებს ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც შეაგროვებს მასალას ბარკოდირებისთვის. 

რას უზრუნველყოფს პროექტი? 

სტუდენტის მგზავრობის, კვებისა და  საცხოვრებლის ხარჯებს, ისევე როგორც სტიპენდიას (ანაზღაურებას), პროექტში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.  

პერსპექტივები? 

ა) სამაგისტრო კვლევის თემის მომზადება და დაცვა 

ბ) სადოქტორო კვლევის გაგრძელება 

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობა 

დ) სხვა კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა

რა მოეთხოვება კანდიდატს? 

უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი ან პირველი კურსის მაგისტრანტი; 

შეეძლოს საველე სამუშაოებში მონაწილეობა (პროექტის სხვა წევრებთან ერთად), რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს რამდენიმედღიან საველე მივლინებას, ღამის საათებში ცხოვლების მონიტორინგს და ა. შ.;

უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოტივაცია და სურვილი პროექტის ფარგლებში სულ მცირე სამაგისტრო დისერტაციაზე მუშაობისთვის;

 უპირატესობად ითვლება ინგლისური ენის ცოდნა. 

როგორ დაგვიკავშირდეთ? 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV და/ან სამოტივაციო წერილი (თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: aleksandre.bukhnikashvili@iliauni.edu.ge ალექსანდრე ბუხნიკაშვილი; levan.mumladze@iliauni.edu.ge  ლევან მუმლაძე; ioseb.natradze@iliauni.edu.ge იოსებ ნატრაძე.

ბანერები