ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დაიწყო რეგისტრაცია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადზე.  

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის. პროექტის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა საჯარო სამსახურში. 

სტაჟირების ვადა: 3 თვე

გრაფიკი: დამსაქმებელთან შეთანხმებით სრულ ან ნახევარგანაკვეთიანი|
სტაჟირება არ ითვალისწინებს სამომავლოდ იმავე სამსახურში დასაქმებას.
იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • იყოთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით – მინიმუმ B (ძალიან კარგი 81-90%);
  • სტაჟირების გავლა შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

სტაჟირების მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს, 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და განაცხადონ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა ბმულის საშუალებით: https://forms.gle/xmswPBF4c9Mk4JSj6

ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებგვერდზე https://stajireba.gov.ge/გამოქვეყნდება მიმღები სამსახურების არჩევის ვადები.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755 ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს: 557 65 05 46; UNI-JOBS@ILIAUNI.EDU.GE

 

ბანერები