ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საქართველოს ბანკის სტუდენტური პროექტი „ლიდერატორი“

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის პროექტი ლიდერატორი აცხადებს მიღებას საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის 15 პროგრამაზე, რომლებიც ბანკის მასშტაბით 45 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მონაცემთა ანალიტიკა, ოპერაციათა მენეჯმენტი, რისკების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური კაპიტალის მართვა, საცალო, SME, კორპორაციული, საინვესტიციო თუ პრემიული საბანკო მომსახურება.

ლიდერატორი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს იპოვონ საკუთარ ინტერესებსა და სასწავლო გრაფიკზე მორგებული ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ ბმულზე: Lideratori.bog.ge

რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 6 თებერვალი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებათა III-IV კურსების სტუდენტებსა და ერთი წლის კურსდამთავრებულებს.

  • სოციალური მეცნიერებები – პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა;
  • ბიზნესის სკოლა – მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე;
  • ტექნოლოგიის სკოლა – მათემატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება;
  • სამართლის სკოლა.

დამატებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: Leaderator@bog.ge ან 0322 444 444 – 4168.

2022 წელი

ბანერები