ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით ილიაუნის სტუდენტებისათვის.

სტაჟირება ოთხთვიანია და ამ დროის განმავლობაში სტუდენტები ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატსა და რეკომენდაციის წერილს.

სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან შემდეგ პროექტებსა და აქტივობებში:

  • 2019 წლის აბიტურიენტთა მიღების კამპანია თბილისსა და რეგიონებში
  • ღია კარის დღეები და სამეცნიერო ტურები უნივერსიტეტში
  • საზაფხულო სკოლები აბიტურიენტებისათვის
  • ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
  • პირველკურსელთა მიღების ცერემონია და ა.შ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/cGoeb8

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ივლისი

ადგილების რაოდენობა: 5 სტაჟიორი

კონკურსის ეტაპები:

  • ელექტრონული განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

გადაწყვეტილების ვადები:

  • რეგისტრაცია - 10 ივლისი
  • ელექტრონული განაცხადების გადარჩევა - 15 ივლისი
  • გასაუბრება - 15-20 ივლისი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 1 აგვისტო

საკონტაქტო ინფორმაცია:

pr@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

ბანერები