ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

Japan Tobacco International-ის კონკურსი და საერთაშორისო სტაჟირება

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

Japan Tobacco International-ი ახალგაზრდებს სთავაზობს საერთაშორისო სტაჟირების უპრეცედენტო შესაძლებლობას.

Make It Bright 2021 საინტერესო სტაჟირებაა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნის წარმომადგენელი. საუკეთესო გუნდს კომპანია სთავაზობს 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას, ბევრ საინტერესო პრიზსა და შესაძლებლობას.

JTI-ის გამოწვევის მთავარი მიზნებია:

  • გაუზიაროს მონაწილეებს გამოცდილება, რომელიც ღირებულია მათი პროფესიული განვითარებისათვის;
  • უზრუნველყოს მონაწილეებისთვის ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთული პროგრამა;
  • შესთავაზოს მონაწილეებს პროფესიონალების მხარდაჭერა და საინტერესო ბიზნესგარემო;
  • მისცეს მონაწილეებს საერთაშორისო სტაჟირების მოგების შესაძლებლობა;

კონკურსში მონაწილეობისთვის კომპანია იწვევს 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს:

  • რომლებსაც აქვთ 2 წელიწადზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება;
  • კარგად ფლობენ ინგლისურ ენას;
  • არიან კრეატიულები და მიზანდასახულები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.makeitbright.com, 2 მონაწილისაგან შექმენით გუნდი.

დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ რეალურ ბიზნესგამოწვევას და წარადგენენ იდეებს გლობალურ პლატფორმაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!

2021 წელი

ბანერები