ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანია „ბიდიოს“ ტექნოლოგიურ განყოფილებაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნოლოგიური განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის ქ.N2, ვერე ბიზნესცენტრი

ხანგრძლივობა 6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სამუშაო საათები – სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00 სთ.

 ფუნქცია/მოვალეობები:

  • ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურება;
  • მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიული მხარდაჭერა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
  • მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
  • ტესტირება და სხვა პროდუქტების მოკვლევა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებული);
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან

შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I – ტესტირება

II – გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@bdo.ge 

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი ტექნოლოგიურ განყოფილებაში“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.07.2020


ბანერები