ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) იწვევს ფრანგულენოვან სტუდენტებს ერთთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

  • GSG - Georgian Service Group-ში, სადაც სტუდენტი შეისწავლის ფრანგულენოვან მომხმარებელტან სატელეფონო და ონლაინ ურთიერთობას.
  • Promethea voyages-ში, სადაც სტუდენტი შეისწავლის ფრანგულენოვან ტურისტთან ურთიერთობას ტურის ფარგლებში.

სტაჟირების ანაზღაურება შეადგენს 100 ევროს.

აუცილებელია ფრანგული ენის ცოდნა B2 დონეზე. ენის ცოდნის დონე განისაზღვრება კანდიდატთან გასაუბრებისას.

სტაჟირების თარიღები დადგინდება კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ფრანგულად  24 სექტემბრამდე მისამართზე tamar.garibashvili@auf.org

ბანერები