ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

თუთა სტიპენდია მწერლებისთვის საქართველოში

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული ფონდი, საქართველოს პენცენტრი და საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა აცხადებს 2024 წლის სტიპენდიის პროგრამას მწერლებისთვის საქართველოში.

თუთა სტიპენდიას, რომელიც მეხსიერების პროექტის ნაწილია, ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებს.

სტიპენდიის ზოგადი თემაა „მეხსიერება, მემკვიდრეობა და ხვალინდელი დღე“. ლიტერატურული ნაწარმოები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
ნაწარმოების თემა უნდა მოიცავდეს ოჯახისა და თემის მოგონებებს, ადგილობრივ ისტორიებსა და მემკვიდრეობის საკითხებს, წარსულსა და მომავალს შორის ურთიერთობას, კულტურული მემკვიდრეობის პიროვნულ ან ეროვნულ მნიშვნელობას და სხვ.

მისაღებია მწერლობის ყველა ჟანრი, მათ შორის მხატვრული ლიტერატურა, პირადი ესეები, პოეზია და გრაფიკული რომანი.

განაცხადების შეფასებაზე პასუხისმგებელია საბჭო, რომელიც შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმისა და საქართველოს ეროვნული ფონდის წევრებისგან.

სტიპენდიის კანდიდატის ვალდებულებები:

  • ერთი თვის განმავლობაში სამწერლობო საქმიანობა;
  • ზემოაღნიშნულ თემაზე მხატვრული ან არამხატვრული ნაწარმოების შექმნა მომავალი შესაძლო პუბლიკაციისათვის;
  • შერჩეული განმცხადებლის შესახებ ინფორმაციისა და ფოტოსურათის სოციალურ მედიაში განთავსების ნებართვის გაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 სექტემბერი

სტიპენდიის მოქმედების პერიოდი: 1 – 31 ოქტომბერი

სტიპენდიის თანხა: 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში

განაცხადის პაკეტი უნდა შეიცავდეს:

  • CV-სა და სამოტივაციო წერილს, რომელშიც წარმოადგენთ თავს და მოკლედ მოგვიყვებით იმის შესახებ, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი სტიპენდიისათვის (მაქსიმუმ 1 გვერდი);
  • სტიპენდიის თემის მოკლე აღწერას, რომელიც ეფუძნება განმცხადებლის ინტერესსა და გამოცდილებას (მაქს. 1 გვერდი);
  • წერილობით ნიმუშს (არსებობის შემთხვევაში), რომელიც შესაძლოა იყოს ნებისმიერი ტიპის ესეი, პოეტური და მხატვრული ან არამხატვრული ტექსტი გვერდების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია:

განაცხადები PDF ან Word .doc, docx ელფოსტით გაგზავნეთ ელფოსტაზე tutaresidency@gmail.com (ლალი პერტენავას მისამართი).

განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 სექტემბრის შუაღამემდე (თბილისის დროით)

თემის ველი: სტიპენდიის განაცხადი

2024

ბანერები