თბილისის მერიის სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლითაც უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პროგრამის მიზანია სტუდენტთა წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო 4 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის.: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, ჟ. შარტავას ქუჩა №7).
სტუდენტებს განცხადების შეტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას.
2024