თბილისის მერიის პროგრამა – სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა
ახალი ამბები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლება.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით (მის.: შარტავას ქ. N7).
დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილებას (იხილეთ დანართი).
გთხოვთ პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, არგუსის თავისუფალი ბლანკის საშულებით წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენს მონაწილეობას დაფინანსების პროგრამაში.
2021 წელი