სტუდენტის სტატუსის აღდგენისა და შეჩერების ვადები 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
ახალი ამბები
სტუდენტის სტატუსის აღსადგენად:
სტუდენტური სტატუსის აღსადგენად და სწავლის გასაგრძელებლად მიმართეთ უნივერსიტეტს განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონით სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, არა უგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
სტუდენტის სტატუსის შესაჩერებლად:
თუ გეგმავთ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტური სტატუსის შეჩერებას, მიმართეთ უნივერსიტეტს განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონით სწავლის დაწყებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით.
განცხადების განსახილველად აუცილებელი პირობაა სტუდენტს სრულად ჰქონდეს დაფარული სწავლის საფასურის დავალიანება.
2024