ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად, ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პორტალზე - http://socreg.mes.gov.ge/ - რეგისტრაციით, 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე  ჩარიცხულ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №226 (10.07.2024 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს.

საქართველოს მთავრობის №226 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების ჩამონათვალი, ასევე განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინფორმაცია, განაცხადის გასაკეთებლად  საჭირო დოკუმენტების ნუსხა და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ დანართებში (საქართველოს მთავრობის №326 (10.07.2024 წ.) დადგენილება და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1982475; (16.08.2024 წ.) ბრძანება). შესაბამისი ინფორმაცია ასევე განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ოფიციალური ვებ გვერდის ბანერზე  „სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“  (ლინკი: https://mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo).

გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2024 წელი

 

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები