ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login/ რეგისტრაციით 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №420 (09.08.2022 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს. დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე  „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“.

ლინკი:https://bit.ly/3cKPZWL

გაითვალისწინეთ: თუ სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2022 წელი

 

ბანერები