სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება
ახალი ამბები
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით 2024 წლის 6-დან 26 სექტემბრის ჩათვლით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №242 (31.07.2024 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს. დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“.
გაითვალისწინეთ: თუ სტუდენტი ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნება, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გააკეთოს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.
2024 წელი