სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება
ახალი ამბები
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login/ რეგისტრაციით 2022 წლის 12-დან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №419 (09.08.2022 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს. დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“.
ლინკი: https://bit.ly/3cEV039
გაითვალისწინეთ: თუ სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.
2022 წელი