სილიკონის ველზე დაფუძნებული USMAC სტარტაპ აქსელერატორის სტაჟირება გოგოებისთვის
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სილიკონის ველის ბაზაზე დაფუძნებული USMAC სტარტაპ აქსელერატორი აცხადებს სტაჟირებას გოგოებისთვის პროგრამის „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში (GWIT)“ ფარგლებში.
პოზიცია: ონლაინსტაჟირება პროგრამაში „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში (GWIT)“
პერიოდი: 6 იანვრიდან 6 ივლისის ჩათვლით
აპლიკაციის შევსების ვადა: 18 დეკემბერი, 23:00 საათი
აპლიკაცია: https://bit.ly/3qLOQk9
საათობრივი დატვირთვა: 4 საათი 5 სამუშაო დღის განმავლობაში
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (საჯარო დასვენების დღეების გამოკლებით)
ანაზღაურება: თვეში 350 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
სტაჟირების ადგილი: საქართველი, ონლაინრეჟიმში წარიმართება
მიზნები და მოვალეობები:
სტაჟიორი დაექვემდებარება პროგრამის დირექტორს და მასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა:
● მარკეტინგული აქტივობები;
● გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედია;
● პროგრამის კოორდინირება;
● შეხვედრების დაგეგმვა პარტნიორებთან, მხარდამჭერებთან, სპიკერებთან, მენტორებთან და ა.შ;
● კორესპონდენცია პროგრამის განმცხადებლებსა და მონაწილეებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
● გამოცდილება სოციალურ მედიასა და მარკეტინგში;
● Google Docs, Google Slides, Google Sheets და სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა;
● ინგლისური ენის ცოდნა;
● Adobe Photoshop-ის ცოდნა და გამოცდილება გრაფიკული დიზაინის კუთხით.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხ. აპლიკაციაში: https://bit.ly/3qLOQk9
ქართველი ქალები ტექნოლოგიებში (GWIT)-ის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ბმული: www.georgianwomenintech.com
2020 წელი