შეხვედრა სტუდენტების ლიბერთი ბანკში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ
ღონისძიებები
15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნება ახალ ლიბერთიში დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები: შეხვედრაზე რეგისტრაცია
შეხვედრა დააინტერესებთ ბანკში მუშაობის მსურველ, როგორც გამოცდილ, ასევე სამუშაო გამოცდილების არმქონე, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს.
ლიბერთის აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
დრო: 15 დეკემბერი, 16:00 სთ.
2021 წელი