ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საქპატენტი – ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი სტუდენტებისათვის

საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს გაძლევთ შესაძლებლობას, ქართულ ენაზე უფასოდ გაიაროთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი (DL-101GE), მიიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული კურსების შესწავლა.

კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს. 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/IMbm

კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვ. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ის აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.

კურსზე რეგისტრაცია დასრულდება 2021 წლის 29 აპრილს. 

ბანერები