ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკი – შეხვედრა სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ღონისძიებები

25 მაისს, 14:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ბანკის სტუდენტური ვაკანსიების შესახებ. საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიებისა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

საქართველოს ბანკი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ვაკანსიას მათი ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება. ვაკანსიები არ მოითხოვს სამუშაო გამოცდილებას.

შეხვედრა დააინტერესებთ საბაკალავრო საფეხურის III და IV კურსების სტუდენტებს, რომელთაც სურთ ბანკში დასაქმება.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom-ის საშუალებით და მასზე დასწრებას შეძლებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები.

რეგისტრაცია: https://bit.ly/3aaAUw5

დრო: 25 მაისი, 14:00 საათი

2022 წელი

 

 

ბანერები