საინფორმაციო შეხვედრა კომპანიაში MOORE ABC დასაქმების შესახებ
ღონისძიებები
19 მაისს, 14:00 საათზე, კომპანია Moore abc ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
მოორ ეიბისი 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
- აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები
- საშემფასებლო მომსახურება
- საგადასახადო და იურიდიული მომსახურება
- საბუღალტრო მომსახურება
- ხელფასის ადმინისტრირება
მოორ ეიბისი აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“ დამოუკიდებელი წევრი კომპანიაა. ქსელი აერთიანებს 502 ოფისს 114 ქვეყანაში, ჰყავს 30 000-ზე მეტი თანამშრომელი და მისი შემოსავალი შეადგენს 3 563 მილიარდ აშშ დოლარს.
შეხვედრას გაუძღვებიან Moore-ს უფროსი აუდიტის მენეჯერი სოფო აბაიაძე და პარტნიორი/აუტსორსინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა აბდუშელიშვილი.
ღონისძიება დააინტერესებთ ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულით: https://meet.google.com/rff-sxze-whr
დრო: 19 მაისი, 14:00
2022 წელი