ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

ახალი ამბები

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების პროგრამის მე-9 ეტაპი. პროექტის ფარგლებში, დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვთ:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
  • მაგისტრატურის სტუდენტებს.
  • დოქტორანტურის სტუდენტებს.
  • პირებს, რომლებმაც დაამთავრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს ორი წლის წინ.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ "B" (81-90%) - ძალიან კარგი).
  • პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.

თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის F 105 ოთახში (ქ. ჩოლოყაშვილი N3/5), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებ-გვერდს: http://stajireba.gov.ge/
ცხელი ხაზი: (+995 32) 2197755

ბანერები