ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

რუსეთის კვლევის ცენტრისა და კონრად ადენაუერის ფონდის კვლევითი პროგრამა სტუდენტებისათვის

რუსეთის კვლევის ცენტრი (CRS) აცხადებს კონკურსს სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. ცენტრი (CRS) ახლად შექმნილი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში მიმდინარე თანამედროვე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების კვლევას.

➡️ პროექტის შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები ცენტრის მიერ შემუშავებული რუსეთის კვლევის კურიკულუმის მიხედვით. შემდეგ ისინი სპეციალური ტრენინგ-სემინარის დახმარებით დაეუფლებიან ბლოგერობის უნარებს.

➡️ ლექციებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების პროფესორები და მკვლევრები. ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე.

პროგრამა, რომელიც ხორციელდება რუსეთის კვლევის ცენტრისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მიზნად ისახავს რუსეთის კვლევების ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელშიც გამოცდილ მეცნიერებთან ერთად ახალგაზრდა მკვლევრებს შეეძლებათ წვლილის შეტანა რუსეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ამსახველ აკადემიურ დისკურსში.

პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობა:

⚫️ პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ ონლაინრეჟიმში დაესწრონ სალექციო კურსს, რომელსაც გაუძღვებიან სოციალურ მეცნიერებებში გამოცდილი პროფესორები და მკვლევრები;

⚫️ პროგრამაში მონაწილეობის საფუძველზე სტუდენტებს შეეძლებათ გახდნენ ახალი აკადემიური საზოგადოების წევრები, სადაც გაიცნობენ და კავშირს დაამყარებენ თანატოლ და უფროს კოლეგებთან;

⚫️ სალექციო კურსისა და ბლოგერობის ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ რუსეთის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ საკუთარი ბლოგები;

⚫️ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს რუსეთის კვლევის ცენტრი და კონრად ადენაუერის ფონდი გადასცემთ შესაბამის სერტიფიკატებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

⚫️ იყოს სადოქტორო, სამაგისტრო ან საბაკალავრო საფეხურის მე-4 წლის სტუდენტი ან უკვე ჰქონდეს ბაკალავრისა ან მაგისტრის ხარისხი;

⚫️ მისი ინტერესისა და კვლევის სფეროს უნდა წარმოადგენდეს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უპირატესობა მიენიჭებათ რუსეთის კვლევებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს;

⚫️ უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს სულ მცირე B2 დონეზე.

შერჩევის პროცესი:

✅ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა) და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე, არა უმეტეს ერთი გვერდისა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tamartolordava@gmail.com

თემის ველში მიუთითეთ „ლექცია-სემინარები რუსეთის კვლევებში”

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ოქტომბერი.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

ბანერები