ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

რეგისტრაცია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაზე

ახალი ამბები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის.

პროექტის მიზნების გამო სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათს, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები პროექტის ფარგლებში შეძლებენ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა საჯარო სამსახურში.

სტაჟირების ვადა: 3 თვე

გრაფიკი: დამსაქმებელთან შეთანხმებით სრული ან ნახევარგანაკვეთიანი

სტაჟირება არ ითვალისწინებს სამომავლოდ იმავე სამსახურში დასაქმებას.

სტაჟირებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • იყოთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და  გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნას და მათი სწავლის დასრულებიდან ორ წელზე მეტი არ არის გასული.

სტაჟირებაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ სტაჟირების კრიტერიუმებს, 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადონ ბმულის საშუალებით: https://forms.gle/EAq2ciBkK2PrjwDp6

ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებ-გვერდზე stajireba.gov.ge გამოქვეყნდება მიმღები სამსახურების არჩევის ვადები.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755 ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს: uni-jobs@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

ბანერები