ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

პროექტი ილიაუნი+: უნილაბის დისტანციური კურსები სტუდენტებისთვის

კონკურსები

პროექტი ილიაუნი+ შემოდგომის სემესტრში დისტანციურად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვოთ დაფინანსება და გაიაროთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის 5 პრაქტიკული ინტენსიური კურსიდან ერთ-ერთი:

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ჯგუფის თითოეული წევრი, რომელიც პროექტის ფინალურ ეტაპზე საუკეთესო პროექტებს წარადგენს სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდება უნივერსიტეტისგან.   


სწავლის ფორმატი და განრიგი

ლექციები გაიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.


პროექტის ეტაპები

პროექტი ილიაუნი+  შერჩევის, სწავლისა და რეალურ პროექტზე მუშაობის ეტაპებს მოიცავს.

პირველი ეტაპი  - შერჩევა

პროექტში მონაწილეთა შერჩევა 2 ეტაპად განხორციელდება:

  • პირველი ეტაპი - გამოავლენს კანდიდატებს, რომლებიც აპლიკაციის ფორმაში მოცემულ სატესტო დავალებას წარმატებით გაართმევენ თავს;
  • მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატები დაესწრებიან სასურველი კურსის 3 ლექციას და ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეასრულებენ მცირე დავალებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულად დაუფინანსებს სასურველ კურსზე სწავლას იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს შერჩევის თითოეულ ეტაპს.

მეორე ეტაპი - სწავლა 

სასწავლო პროცესი სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) წარიმართება პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. სალექციო კურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი შეასრულებს ფინალურ პროექტს, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში გადავა პროექტის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი - რეალურ პროექტზე მუშაობა და კონკურსი

სალექციო კურსის გავლის შემდეგ, კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.

პროექტის დასასრულს ჟიური თითოეული მიმართულებით გამოავლენს ერთ საუკეთესო პროექტს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო პროექტების ავტორებს გადასცემს სასტიპენდიო ვაუჩერს. ამასთან მხარს დაუჭერს შერჩეული პროექტების შემდგომ განვითარებას.

ფინალური პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.


ხშირად დასმული შეკითხვები

  • შემიძლია თუ არა ერთზე მეტ კურსზე დავრეგისტრირდე?

დიახ, შესაძლებელია ერთზე მეტ კურსზე დარეგისტრირდეთ. ამით გაზრდით პროექტში მონაწილეობის შანსს. საბოლოოდ, დაგიფინანსდება და გაივლით მხოლოდ იმ კურსს, რომლის შესარჩევ სატესტო დავალებასაც უკეთ გაართმევთ თავს. 

  • რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?
    • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი, ან დასაქმდე რომელიმე ორგანიზაციაში;
    • პროექტის მსვლელობისას გამოიყენო მიღებული თეორიული ცდონა პრაქტიკაში - განახორციელო რეალური პროექტი;
    • მოიპოვო სასტიპენდიო ვაუჩერი და პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა.

სწრაფი ბმულები

ბანერები