Moore abc – შეხვედრა სტუდენტური ვაკანსიების შესახებ
ღონისძიებები
30 ივნისს, 16:00 საათზე, კომპანია Moore abc ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
„მოორ ეიბისი“ 2008 წლიდან ემსახურება საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
- აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები
- საშემფასებლო მომსახურება
- საგადასახადო და იურიდიული მომსახურება
- საბუღალტრო მომსახურება
- ხელფასის ადმინისტრირება
მოორ ეიბისი აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის Moore Global Network Limited დამოუკიდებელი წევრია. ქსელი აერთიანებს 502 ოფისს 114 ქვეყანაში, ჰყავს 30 000-ზე მეტი თანამშრომელი და მისი შემოსავალი შეადგენს 3 563 მილიარდ აშშ დოლარს.
შეხვედრას გაუძღვებიან Moore-ის აუდიტის უფროსი მენეჯერი სოფო აბაიაძე და პარტნიორი/აუტსორსინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა აბდუშელიშვილი.
ღონისძიება დააინტერესებთ ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს.
შეხვედრაზე დასაწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დარეგისტრირებული პირები მითითებულ ელფოსტაზე მიიღებენ შეხვედრის ბმულს.
დრო: 30 ივნისი,16:00
2022 წელი