ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვის კონკურსი

ახალი ამბები

ძვირფასო  სტუდენტებო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ – სულ მალე თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს მიიღებთ!

წელს მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია დაგეგმილია ივლისის ბოლოს. ცერემონიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (ზუსტი თარიღი, ჩატარების დრო და ლოკაცია) დამატებითი ი-მეილით შეგატყობინებთ. 

გამოსაშვები ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რექტორის მისალოც სიტყვასთან ერთად, წარმოადგენს ერთი მაგისტრის გამოსვლა, რომელიც კურსდამთავრებულების სახელით მიმართავს საზოგადოებას.

თუ გსურთ, ცერემონიაზე წარდგეთ თქვენი მეგობრებისა და სტუმრების წინაშე, თუ ზუსტად იცით, ამ მნიშვნელოვან დღეს რა უნდა უთხრათ მათ, ამა წლის 10 ივლისამდე გამოგზავნეთ თქვენი მისასალმებელი სიტყვის ტექსტი ელექტრონულ მისამართზე pr@iliauni.edu.ge  და მონაწილეობა მიიღეთ შესარჩევ კონკურსში.

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს, აკრეფილი უნდა იყოს ქართული ფონტით (Sylfaen) და უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი (მობილური) და ფაკულტეტისა და პროგრამის დასახელება (subject-ში აუცილებლად მიუთითეთ – სიტყვა მაგისტრების გამოსაშვები ცერემონიისთვის).

გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 ივლისი

გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 18 ივლისისა და შეტყობინებას მიიღებს ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით.

მანტიების გაცემასთან დაკავშირებულ დეტალებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი შეგატყობინებთ.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები