ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

„წიგნების თაროს“ მე-8 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

კონკურსები

დაიწყო რეგისტრაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ,,წიგნების თარო" მე-8 სტუდენტური სეზონისთვის.

,,წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • სამი სტუდენტისგან შექმნან გუნდი (ფაკულტეტს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ერთ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდნენ), შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ;
  • დარეგისტრირებულ გუნდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის შედეგადაც ,,წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემის მონაწილე 16 გუნდს.

უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა.

გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
  • გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
  • გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული/ხალხის რჩეული.

თუ სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველ სტუდენტს უნივერსიტეტში თანაგუნდელების მოძებნა გაუჭირდება, ჩვენ დავეხმარებით. ამისათვის უნდა შეავსოს განაცხადი საიტზე: https://teamder.wignebistaro.ge/ და ჩვენი შემოქმედებითი გუნდი დაეხმარება იმ თანაუნივერსიტეტელების მოძებნაში, რომელთაც ასევე სურთ „წიგნების თაროში“ მონაწილეობა.

„წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!

განაცხადი მიიღება 30 იანვრის ჩათვლით.

 2022 წელი

ბანერები