ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

რას ცვლის თავისუფლება? – რადიო თავისუფლების ვიზუალური თხრობის კონკურსი

კონკურსები

რადიო თავისუფლება აცხადებს კონკურსს ორ ნომინაციაში:

  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტოისტორია თავისუფლების თემაზე
  • საუკეთესო დოკუმენტური ვიდეოისტორია თავისუფლების თემაზე

კონკურსის თემა: „რას ცვლის თავისუფლება?“

ახსენით ან აღწერეთ, შემოქმედებითად გადმოეცით, რას ცვლის ან რა შეცვალა თავისუფლებამ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის, ადამიანების რომელიმე ჯგუფის ან მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, გვიამბოთ თავისუფლებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს:

  • მოყვარულ თუ პროფესიონალ რეჟისორსა და ფოტოგრაფს;
  • ჟურნალისტს ან მომავალ ჟურნალისტს;
  • ვიზუალური თხრობით დაინტერესებულ ნებისმიერ მოყვარულს.

მთავარია, კონკურსის მონაწილემ ორიგინალურად და დასამახსოვრებლად გადმოსცეს ნამუშევრის იდეა, ჰქონდეს ინდივიდუალური ხედვა და შეძლოს მისი წარმოჩენა.

როგორ შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გამოგზავნოთ ფოტო ან ვიდეოისტორია.

  • დოკუმენტური ფოტოისტორია უნდა შედგებოდეს ფოტოკადრების სერიისგან (5-დან 15 ფოტომდე). სავალდებულოა, ნამუშევარს ახლდეს აღწერა (150-200 სიტყვა).
  • დოკუმენტური ვიდეოისტორიის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მნიშვნელობა არ აქვს, ვიდეო გადაღებული იქნება კამერით, ფოტოაპარატით თუ ტელეფონით. მთავარია, ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემასა და პირობებს.

მონაწილეობა შეიძლება კონკურსის მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

შეფასების კრიტერიუმები

ორივე ნომინაციაში ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ნამუშევრის კონცეფცია
  • თემის წარმოჩენა
  • ორიგინალური იდეა
  • ვიზუალური ფორმა და მიდგომა
  • ტექნიკური გამართულობა (ხმა, გამოსახულება)

ნამუშევარი წარსულში არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არც ერთ პლატფორმაზე.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები

  • ვიზუალური ისტორია უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;
  • ვიდეოსა და ფოტოისტორიის აღწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • თუ ვიდეო ან ფოტოისტორიაში მონაწილეობს სხვა პირი, მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის ინფორმირებული თანხმობა ვიდეო/ფოტოისტორიაში მონაწილეობაზე;
  • ვიდეოში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები მოპოვებული უნდა იყოს ავტორის მიერ.

კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ რადიო თავისუფლების ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე მასალის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 მაისი

ვინ შეაფასებს ნამუშევრებს და რა იქნება პრიზი

ნამუშევრებს შეაფასებს რადიო თავისუფლების სარედაქციო კოლეგია. საუკეთესო მასალები 22 მაისიდან გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალური მედიის არხებზე. 26 მაისს თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 1500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ მისამართზე: storytellingcompetition@rferl.org

ბანერები