ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის მედიაციაში

კონკურსები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აცხადებს ესეების კონკურსს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის თემაზე: „მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მედიაციის სფეროში.

საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.

პირველ ეტაპზე შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით:

  • ესეი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
  • ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1500-2000 სიტყვას;
  • ესეი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში;
  • ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა უნდა იყოს 11;
  • ნამუშევრები უნდა მოგვაწოდოთ ელფოსტის საშუალებით, წერილის საგანში უნდა მიეთითოს „ესეების კონკურსი“

ნამუშევრებს, რომლებიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, კონკურსის სპეციალური ჟიური შეაფასებს.

 კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან

(გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, მიეცემათ საშუალება გაიარონ ორთვიანი უფასო სტაჟირება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში; მიიღონ მონაწილეობა მათთვის უფასო ტრენინგში მედიაციაში; შეხვდებიან მედიატორებსა და მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრასა და დისკუსიაში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ganacxadi@mediators.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 თებერვლამდე.

გისურვებთ წარმატებას!

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

ბანერები