ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

Impact Hub Tbilisi – პრეაქსერელატორის პროგრამა

ახალი ამბები

Impact Hub Tbilisi იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრეაქსელერატორში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

 მონაწილეობა შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

2022 წლის პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 თებერვლამდე.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/PreAcceleratorForm

პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები) დაგა გრძელდება12 კვირას (მარტი 2022 - ივნისი 2022).

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 26 იანვარი 20 თებერვალი – აპლიკაციების მიღება
  • 20 თებერვალი 11 მარტი – მონაწილე სტარტაპების სელექცია (მეორე ტური)
  • 14 მარტი 1 ივნისი – პრეაქსელერაცია
  • 2 ივნისი – დემო დღე

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/IHTPreAccelerator

დამატებითი სიახლეები პრეაქსელერატორის შესახებ ნახეთ facebook-ის გვერდზე.

გადაავლეთ თვალი Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის პირველი ნაკადის შეჯამებას, რომელიც 2021 წლის ივნისში დასრულდა. პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა მთლიანად 500 000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

2022 წელი

 

 

ბანერები