ილიაუნის სტუდენტი შააზ ხანი მსოფლიო სოციალური მეწარმეობის კონკურსის Hult Prize წარმომადგენელი გახდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო MBA პროგრამის სტუდენტი შააზ ხანი მსოფლიო სოციალური მეწარმეობის კონკურსის Hult Prize წარმომადგენლად აირჩიეს.
კონკურსს, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. Hult Prize საერთაშორისო გამარჯვებულ გუნდს მილიონ დოლარს გადასცემს.
პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება სოციალური მეწარმეობის კონკურსი, რომელშიც ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
2024