Social Impact Award 2020 იწყება
Impact Hub Tbilisi სტარტაპერსა და UNDP Georgia-თან ერთად იწყებს ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
- თუ ხარ 18-დან 30 წლამდე;
- ხარ თბილისიდან;
- გსურს გახდე მეწარმე და დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, მაშინ:
- ჩაერთე პროგრამაში და გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება;
- გაიმარჯვე და განახორციელე შენი იდეა;
- მიიღე ფინანსური მხარდაჭერა და დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების სამიტს.
დაინტერესების შემთხვევაში შემოგვიერთდი 14 აპრილს, 16:00 საათზე, ონლაინსაინფორმაციო შეხვედრაზე.
შეხვედრის ბმული: https://cutt.ly/BcPcMOy
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.