შეხვედრა ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან – BOOSTER TALKS
ღონისძიებები
22 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია.
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
- ილიაუნი – ვინ ვართ, რას და როგორ ვაკეთებთ;
- მუშაობა კერძო სექტორში VS საჯარო სექტორში – ძირითადი გამოწვევები;
- პანდემია და ცვლილებები საგანმანათლებლო სექტორში – ილიაუნის ქეისი;
- როგორ თანამშრომლებს ეძებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრის ბოლოს მომხსენებელი უპასუხებს შეკითხვებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
ბმულს გამოგიგზავნით ლექციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 22 მაისი, პარასკევი, 15:00 საათი