ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ონლაინკონფერენცია „დაიწყე ცვლილება შენით“

23 თებერვალს, 16:00 საათზე, USAID/საქართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინკონფერენცია  „დაიწყე ცვლილება შენით“. კონფერენციის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ თემაზე საუკეთესო მაგალითების წარმოჩენა, მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

სტუმრები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის: სამოქალაქო აქტივიზმი, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების აუცილებლობა და მათი სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.

თემები:

  • საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის ძირითადი მახასიათებლები;
  • რისი მოტანა შეუძლია სამოქალაქო ჩართულობას და როგორ შეუძლიათ ინდივიდუალურ მოქალაქეებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებების განხორციელება;
  • სამოქალაქო ჩართულობის/აქტივიზმის მაგალითები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი სამოქალაქო ჩართულობის განვითარებაში;
  • პირადი პასუხისმგებლობა და ის როლი, რომელსაც მოქალაქეები ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში;
  • როგორ შეგვიძლია მოსახლეობის წახალისება ქვეყნის განვითარებაში მათი მონაწილეობისთვის.

მოდერატორი:

გიორგი ცხადაია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

სტუმრები:

გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი

ბაკურ კვაშილავა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი

კამილა მამადოვა, ჟურნალისტი, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი

მარიამ ცერცვაძე, აქტივისტი, „დავეხმაროთ მოხუცებს~ და „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ თანაორგანიზატორი

დრო: 23 თებერვალი, 16:00

კონფერენციის ბმული:

https://zoom.us/j/99898987413?pwd=ZmhQdU40TUhPRVlCUGlTbGowTE1Vdz09

FB ღონისძიების ბმული:

https://www.facebook.com/events/1814834395351301

 

ბანერები