ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია ”წარმატების ფორმულა 2010”

ღონისძიებები

16  მაისს,  12:00  საათზე  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია;  მისამართი: ი. ჭავჭავაძის #32)  გაიმართება   კონფერენცია  თემაზე: ”წარმატების  ფორმულა  2010”.
 
ღონისძიების  ორგანიზატორია  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის  სპეციალობის  სტუდენტთა  მიერ  დაარსებული  გაზეთი  ”პირველის” შემოქმედებითი  ჯგუფი.

მოხსენებას  წაიკითხავენ  წარმატებული  და  ცნობილი  ადამიანები.  კონფერენცია ”წარმატების  ფორმულა  2010”  არის  საგანმანათლებლო  პროექტი,  რომელიც  შემუშავებულია  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  გაზეთ  ”პირველის”  მიერ.  პროექტი  მოიცავს  სემინარებს  და  ღია  სადისკუსიო  ფორმატს.  გაზეთი  ”პირველი”,    რომელიც  შექმნილია  მომავალი  ჟურნალისტების  მიერ,  სტუდენტებს  საშუალებას  მისცემს,  აღმოაჩინონ  საინტერესო  სიახლეები  და  მიიღონ  ობიექტური  ინფორმაცია.

კონფერენციაზე  დამსწრეთა  რაოდენობა  შეზღუდულია.  რეგისტრაციისთვის  საკონტაქტო  ინფორმაცია  გამოაგზავნეთ  შემდეგ  მისამართზე: ilias.pirveli@gmail.com

ბანერები