ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

განათლების საერთაშორისო ონლაინგამოფენა

18 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო ონლაინგამოფენა.

გამოფენა ეწყობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/305iMLY

დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu- guide.ge).

დრო: 2021 წლის 18 აპრილი, 12:00-დან 16:00-საათამდე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3fOjVR7

Facebook event: https://bit.ly/3rYENaO

ბანერები