ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD)

ახალი ამბები

2025 წელს გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD) A1, A2, B1, B2 და C1 ენობრივი დონეებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის სასემინარო დარბაზში (S507, გ. წერეთლის N3) ჩატარდება ოთხჯერ:

  • 15 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით

რეგისტრაციის ვადა: 27 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით;

  • 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით

რეგისტრაციის ვადა: 17 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით;

  • 5 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით

რეგისტრაციის ვადა: 27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით;

  • 18 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით

რეგისტრაციის ვადა: 8 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდაზე რეგისტრაციისათვის აპლიკანტმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა https://shorturl.at/6XPg5

ატვირთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორივე გვერდი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2025 წელი

ბანერები