ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ფრანკოფონ სტუდენტთა ფესტივალი

ახალი ამბები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიურო 2012 წლიდან ყოველწლიურად მართავს ფრანკოფონი სტუდენტების ფესტივალს სააგენტოს წევრ უნივერსიტეტებში. მიმდინარე წელს  მე-9 ფესტივალი გაიმართება 1-6 ივნისს რუმინეთის ქალაქ სუჩევაში, „სტეფან ჩელ მარეს“ უნივერსიტეტში. ფესტივალის თემაა Auprès des hêtres, heureux

ფესტივალის მიზანია, ახალგაზრდებს შორის შექმნას გაცვლისა და მეგობრული ატმოსფერო ფრანგულის, როგორც საკომუნიკაციო ენის, გამოყენებით. მონაწილეებს შესთავაზებენ მრავალფეროვან სახელოსნოებს, იქნება ეს ფრანების შექმნა, ჟურნალისტიკა, სიმღერა და ცეკვა თუ ხელოვნების ტრადიციული დარგები (მხატვრობა, ქარგვა). ყველაფერი დასრულდება მშვენიერი გალასაღამოთი, რომელზეც ფრანკოფონი სტუდენტები კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავიანთ ნიჭსა და ენერგიას.

 ფესტივალში მონაწილეობის პირობები:კანდიდატს უნდა ჰქონდეს
 
  • ფრანგულ ენაზე ზეპირი და წერითი მეტყველების კარგი დონე;
  • იყოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
  • უკვე იყოს 18 წლის 2020 წლის 30 მაისისთვის;
  • არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა წინა ფესტივალებში;
  • კანდიდატურა უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით მისამართზე:  https://formulaires.auf.org/ 
დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2020 წლის 19 აპრილი. 
 
N.B. უნივერსიტეტის მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნდა იყოს ფრანგულ ენაზე.


კანდიდატების შერჩევა:

AUF-ის მიერ შედგენილი კომისია გააანალიზებს ყველა მიღებულ განაცხადს და დაალაგებს მათ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • წინა წლის საშუალო აკადემიური მოსწრება
  • კანდიდატის კლასგარეშე აქტივობები

თითოეული უნივერსიტეტიდან შერჩეული იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი.

მონაწილეების ფინანსური მხარდაჭერა:

ორგანიზატორები ანაზღაურებენ შემდეგ ხარჯებს: მგზავრობა, დაზღვევა, დაბინავება, კვება და ადგილზე აქტივობების ორგანიზება, 2-დან 5 ივნისის ჩათვლით. ყველა დანარჩენ ხარჯს მონაწილეები თავის თავზე იღებენ..

კონტაქტი:  festival-eco@auf.org 

ბანერები