ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

Credo Bank – შეხვედრა სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ღონისძიებები

29 ივნისს, 14:00 საათზე, ონლაინ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან Credo Bank-ის სტუდენტური ვაკანსიების შესახებ.

Credo Bank-ის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიებისა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

ბანკი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ვაკანსიას მათი ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება.

შეხვედრა საინტერესო იქნება საბაკალავრო საფეხურის III და IV კურსების სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ბანკში დასაქმება.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ Zoom-ის საშუალებით და მასზე დასწრებას შეძლებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები.

რეგისტრაცია: https://bit.ly/39POyVO

შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დარეგისტრირებული პირები მითითებულ ელფოსტაზე მიიღებენ შეხვედრის ბმულს.

დრო: 29 ივნისი, 14:00 საათი

2022 წელი

 

ბანერები