ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ბაკალავრების გამოსაშვებ ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვის კონკურსი

ახალი ამბები

ძვირფასო სტუდენტებო,

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ –  სულ მალე თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს მიიღებთ!

​წელს კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია ჩატარდება ივლისის ბოლოს. ცერემონიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (ზუსტი თარიღი, ჩატარების დრო და ლოკაცია) დამატებით შეგატყობინებთ. 

გამოსაშვები ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რექტორის მისალოც სიტყვასთან ერთად, წარმოადგენს ბაკალავრის გამოსვლა, რომელიც ყველა კურსდამთავრებულის სახელით მიმართავს საზოგადოებას.

თუ გსურთ, ცერემონიაზე წარდგეთ თქვენი მეგობრებისა და სტუმრების წინაშე, თუ ზუსტად იცით, ამ მნიშვნელოვან დღეს რა უნდა უთხრათ მათ, ამა წლის 10 ივლისამდე გამოგზავნეთ თქვენი მისასალმებელი სიტყვის ტექსტი ელექტრონულ მისამართზე pr@iliauni.edu.ge და მონაწილეობა მიიღეთ შესარჩევ კონკურსში.

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს, აკრეფილი უნდა იყოს ქართული ფონტით (Sylfaen) და უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი (მობილური) და ფაკულტეტისა და პროგრამის დასახელება (subject-ში აუცილებლად მიუთითეთ – სიტყვა ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონიისთვის).

გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 ივლისი

გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 18 ივლისისა და შეტყობინებას მიიღებს ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით.

მანტიების გაცემასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მოგაწვდით.

გისურვებთ წარმატებას! 

ბანერები