ზოგადსაუნივერსიტეტო სტიპენდიები ილიაუნის სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
2024-2025 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ ჯილდოს – ერთჯერად სასტიპენდიო ვაუჩერებს.
1000 ლარიან (გადასახადების გარეშე) ვაუჩერს მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 2024-2025 სასწავლო წელს ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- თუ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩაირიცხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და მიღებული ქულებით იქნება საქართველოს მასშტაბით 100 ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტს შორის;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და ფაკულტეტზე 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და ფაკულტეტზე 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის მედიცინის სკოლაში და სკოლაში 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და სკოლაში 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის განათლების სკოლაში და სკოლაში 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში და სკოლაში 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება;
- თუ ჩაირიცხება ილიაუნის სამართლის სკოლაში და სკოლაში 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულა ექნება.
*ერთ სტუდენტზე გაიცემა ერთი სასტიპენდიო ვაუჩერი.
ბრძანება იხილეთ დანართში.
2024