სტუდენტური ”უნივერსიადა 2009”
სტუდენტური "უნივერსიადა 2009"-ის გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაკრები გახდა. უნივერსიტეტის გუნდმა 14-30 მაისს სპორტის 11 სახეობაში მიდმინარე "უნივერსიადაზე" 21 ოქროს, 11 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ დიდი უპირსტესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს (11 ოქრო, 12 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და მესამე ადგილზე გასულ აგრარული უნივერსიტეტის გუნდს (7 ოქრო, 11 ვერცხლი, 14 ბრინჯაო).
წლევანდელ "უნივერსიადაზე" 30-მდე სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში, ორი კვირის მანძილზე სპორტის სხვადსახვა სახეობაში (ძიუდო, რაგბი, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, მძლეოსნობა, ძალისმიერი სამჭიდი, ცურვა, ა.შ.) 1000-მდე სტუდენტი იყო ჩაბმული.
სტუდენტურ "უნივერსიადას" უკვე ზედიზედ მეორე წელია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა თანადგომით. "უნივერსიადა 2009" 11 ივნისს საზეიმო კონცერტით დაიხურება, სადაც გამარჯვებული და პრიზიორი უნივერსიტეტები დაჯილდოვდებიან.
საუნივერსიტეტო შვიდკაცა "ჭავჭავაძის" უნივერსიტეტმა მოიგო
უნივერსიადა 2009 'ჭავჭავაძის უნივერსიტეტის" გამარჯვებით დასრულდა