ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური სტატუსის შეჩერება პირადი განცხადების საფუძველზე

ახალი ამბები

ინფორმაცია სტატუსის შეჩერების პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით:

თუ გეგმავთ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტური სტატუსის შეჩერებას, ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს მიმართოთ განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონიდან არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

სტუდენტური სტატუსის აღდგენა პირადი განცხადების საფუძველზე

ძვირფასო სტუდენტებო, გაწვდით ინფორმაციას სტატუსის აღდგენის პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით.

თუ გეგმავთ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტური სტატუსის აღდგენას და სწავლის გაგრძელებას, ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს მიმართოთ განცხადებით არგუსის შესაბამისი შაბლონიდან არაუგვიანეს სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე 2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. განცხადების განხილვისთვის აუცილებელი პირობაა - სტუდენტს სრულად ჰქონდეს დაფარული სწავლის საფასურის დავალიანება.

2024

ბანერები