ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტებმა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს

ამა წლის 23-25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე. სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი ჩანთები, სუვენირები და სხვა.

ყოველი წლის აპრილის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით ტარდება საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში". უკვე მეორე წელია თბილისის მერიამ მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიწვია.

ბანერები