ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა დრეზდენში

ახალი ამბები

HZDR კვლევის ლაბორატორია დრეზდენში (გერმანია) 2012 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბუნებისმეტყველო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ფიზიკის, ინჟინერიის ან მსგავს მიმართულებათა სტუდენტებს.

საზაფხულო სკოლის სტუდენტებს წელსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ HZDR-ის 10 კვლევითი ინსტიტუტიდან ერთ-ერთში, დაესწრონ მეცნიერთა ლექციებს და ჩაერთონ ლაბორატორიულ საქმიანობაში.

მობილობის პერიოდი: ივლისი-სექტემბერი
მობილობის ხანგრძლივობა: 6 ან 9 კვირა

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აპლიკანტი როგორც კონკურსის, ისე მობილობის პერიოდში უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბუნებისმეტყველო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ფიზიკის, ინჟინერიის ან მსგავსი მიმართულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტად;
  • მობილობის პერიოდისთვის სტუდენტს დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის მინიმუმ 3 წელი;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება და უნდა წარმოადგინოს  რეკომენდატორის  დახასიათება;
  • კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა, რათა შეძლოს სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 თებერვალი, 2025

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

2024

ბანერები