ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა – „ისწავლე და დასაქმდი PSP დაზღვევაში“

ღონისძიებები

15 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ „PSP დაზღვევის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„PSP დაზღვევა“ სტუდენტებისათვის იწყებს ახალ პროექტს – „ისწავლე და დასაქმდი PSP დაზღვევაში“. სასწავლო-სამუშაო პროგრამა ილიაუნის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შეიძინონ კომპეტენცია როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარების კუთხით.

პროგრამის ფარგლებში დაესწრებით სხვადასხვა სემინარსა და ლექციას, მონაწილეობას მიიღებთ პრაქტიკულ მეცადინეობებში, ასევე უშუალოდ იქნებით ჩართული სადაზღვევო საქმიანობის პროცესში.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:

  • სერვისპლიუსს
  • კონფლიქტების მართვას
  • გაყიდვებს
  • საზოგადოებასთან ურთიერთობას
  • მარკეტინგს

სტაჟირება გრძელდება 14 დღიდან 1 თვემდე, გასაუბრების შემდეგ სტუდენტი იწყებს მუშაობას და შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხელფასის გამომუშავებას.

დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე შეძლებენ სააპლიკაციო ფორმების შევსებას, რის შემდეგაც ჩაერთვებიან პროექტში.

დასწრება შესაძლებელია ილიაუნის ნებისმიერი მიმართულებისა და კურსის სტუდენტისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის, წინასწარი რეგისტრაციით: https://goo.gl/tF7krW

დრო: 15 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები