რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე.
სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისები არიან სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა.
სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსა და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას (მოსამზადებელი წლის ჩათვლით).
განაცხადები მიიღება მხოლოდ „Study in Romania“ პლატფორმის მეშვეობით.
სასტიპენდიო პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
2026